WorkdinWorkdin
იურიდიული

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის 27 ოქტომბერი

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს Workdin-ის (შემდგომში „სერვისი“) გამოყენებას. სერვისზე რეგისტრაციით ან მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ ისარგებლოთ სერვისით.

1. განმარტებები

„სერვისი“ ნიშნავს Workdin-ს და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. „მომხმარებელი“ - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს სერვისით. „ორგანიზაცია“ - იურიდიული პირი, რომლის სახელითაც გამოიყენება სერვისი. „მონაცემები“ - სერვისში ატვირთული ან შექმნილი ნებისმიერი ინფორმაცია.

2. სერვისის აღწერა

Workdin არის ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმა ვებისა და მობილური აპისთვის: თანამშრომლები, შვებულებები, სამუშაო დრო, ცვლები, დოკუმენტები, ელექტრონული ხელმოწერა, ხელფასის დარიცხვა და ანალიტიკა. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია შეთანხმებულ გეგმაზე, ორგანიზაციის ჩართულ მოდულებსა და მომხმარებლის უფლებებზე. სერვისი შეიძლება განახლდეს.

3. ანგარიში და რეგისტრაცია

სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა ანგარიში. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობასა და თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. საეჭვო აქტივობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.

4. მისაღები გამოყენება

აკრძალულია სერვისის გამოყენება უკანონო მიზნებისთვის, სხვისი უფლებების დარღვევით, სისტემის უსაფრთხოების ნებართვის გარეშე შესამოწმებლად, ან ისეთი ქმედებისთვის, რომელიც ხელს უშლის სერვისის ან სხვა მომხმარებლების ნორმალურ ფუნქციონირებას.

5. მომხმარებლის მონაცემები და საკუთრება

თქვენ ინარჩუნებთ სერვისში ატვირთული ყველა მონაცემის საკუთრებას. თქვენ გვანიჭებთ შეზღუდულ ლიცენზიას ამ მონაცემების დამუშავებაზე მხოლოდ სერვისის მიწოდების, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიზნებისთვის.

6. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

მონაცემების დამუშავება აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ხოლო დაცვის ზომები - ინფორმაციული უსაფრთხოების გვერდზე. თანამშრომლების HR მონაცემებისთვის ორგანიზაცია არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, Workdin კი - დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. დამუშავების დაწყებამდე ეს ურთიერთობა უნდა განისაზღვროს წერილობითი შეთანხმებით (DPA ან ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისი პირობებით), რომელიც ადგენს მიზნებს, კატეგორიებს, ვადებსა და მხარეთა ვალდებულებებს.

7. სერვისის ხელმისაწვდომობა

ჩვენ ვცდილობთ სერვისის მუდმივ ხელმისაწვდომობას, თუმცა არ ვიძლევით გარანტიას შეფერხების გარეშე მუშაობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს გეგმიური ტექნიკური სამუშაოები, რომლის შესახებაც შესაძლებლობის ფარგლებში წინასწარ შეგატყობინებთ.

8. ინტელექტუალური საკუთრება

სერვისი, მისი კოდი, დიზაინი, ლოგო და ბრენდი ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებაა. ეს პირობები არ განიჭებთ არანაირ უფლებას ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებაზე გამოყენების ლიცენზიის ფარგლებს გარეთ.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ, შემთხვევით ან თანმდევ ზიანზე, რომელიც სერვისის გამოყენებას უკავშირდება.

10. ხელშეკრულების შეწყვეტა

მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნა ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გამოგზავნოს info@workdin.ge-ზე. დასრულების თარიღი, დარჩენილი ანგარიშსწორება და მონაცემების გადმოცემა განისაზღვრება ორგანიზაციასთან შეთანხმებით. მოთხოვნაში მიუთითეთ ორგანიზაცია და სასურველი ექსპორტი. მონაცემთა წაშლისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შენახვის გამონაკლისები აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. პირობების არსებითი დარღვევისას შეგვიძლია შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ წვდომა.

11. პირობების ცვლილება

ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად განვაახლოთ ეს პირობები. არსებითი ცვლილებების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ. ცვლილების შემდეგ სერვისით გაგრძელებული სარგებლობა ნიშნავს განახლებულ პირობებზე თანხმობას.

12. მარეგულირებელი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის წარმოშობილი დავები, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.

13. გამოწერა და ანგარიშსწორება

გეგმა შეიძლება მოიცავდეს თვიურ საბაზისო საფასურს, ჩართულ თანამშრომელთა რაოდენობასა და დამატებითი თანამშრომლის საფასურს. კონკრეტული ფასი, ვალუტა, გადასახადები, გადახდის ვადა და ტარიფის ცვლილების პირობები განისაზღვრება კომერციული შეთანხმებითა და ანგარიშფაქტურით. თანამშრომელთა რაოდენობა გამოითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის. წინასწარ გადახდის, თანხის დაბრუნებისა და გაუქმების ფინანსური პირობები უნდა განისაზღვროს შეთანხმებაში; ეს გვერდი ავტომატურ დაბრუნებას არ ადგენს.

14. უფასო საცდელი პერიოდი

ახალი საცდელის სტანდარტული ხანგრძლივობაა 14 დღე, საწყისი ლიმიტი - 30 თანამშრომელი; თქვენი ორგანიზაციისთვის შეთანხმებული პარამეტრები შეიძლება განსხვავდებოდეს. საცდელის დასრულებისას HR მონაცემების შექმნა და შეცვლა იზღუდება, ნახვა კი რჩება ხელმისაწვდომი შესაბამისი უფლებების ფარგლებში. ფასიან გეგმაზე გადასვლა საჭიროებს შეთანხმებას და გეგმის გააქტიურებას; საცდელი თავისით არ წარმოშობს ფასიან გამოწერას.

15. გადახდის დაგვიანება და შეზღუდვა

გადახდის დაგვიანებისას, საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, ორგანიზაცია გადადის მხოლოდ ნახვის რეჟიმში: HR ჩანაწერების დამატება და შეცვლა იზღუდება. შესაბამისი უფლებების ფარგლებში რჩება მონაცემების ნახვა და ხელმისაწვდომი ექსპორტები, ანგარიშსწორების გვერდი და ანგარიშის ძირითადი მართვა. გადახდის ასახვისა და შეზღუდვის მოხსნის შემდეგ რედაქტირება აღდგება. კონკრეტული ვადები მითითებულია ორგანიზაციის ანგარიშსწორების პირობებში.

16. ელექტრონული ხელმოწერა

ელექტრონული ხელმოწერა დასტურდება ელფოსტაზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდითა და მომხმარებლის თანხმობით. დოკუმენტს ერთვის ხელმოწერის მტკიცებულება; ხელმოწერილი PDF-ის შემოწმება შესაძლებელია workdin.ge/verify-ზე. ორგანიზაცია პასუხისმგებელია დოკუმენტის შინაარსზე, ხელმომწერის უფლებამოსილებასა და კონკრეტული დოკუმენტისთვის საჭირო სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე. ეს პროცესი არ არის წარმოდგენილი როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ კანონით მოთხოვნილი სხვა ფორმა.

17. მხარდაჭერა

მხარდაჭერისთვის მოგვწერეთ info@workdin.ge-ზე. ორგანიზაციის HR სივრცეში მხარდაჭერის შესვლა საჭიროებს ადმინისტრატორის თანხმობას და შეზღუდულია წვდომის დონითა და დროით. რეაგირების გარანტირებული ვადა ან მომსახურების დონე მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ის ცალკე შეთანხმებულია.

18. კონტაქტი

პირობებთან, გამოწერასთან ან მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე: info@workdin.ge.