თანამშრომლები, შვებულებები, ტაბელი და ხელფასი, გუნდის დღის განრიგი, დოკუმენტები, შეფასებები და ანალიტიკა - ერთ სწრაფ და მოქნილ პლატფორმაზე, ქართულად და ინგლისურად.
დაქირავებიდან განვითარებამდე. ყველა მოდული ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთი მონაცემით.
თანამშრომლების რეესტრი, ორგანიზაციული სტრუქტურა და onboarding - ერთ ადგილას.
შვებულებები და ნაშთები, დასწრება, სამსახურებრივი გასვლა და დისტანციური მუშაობა - ტაბელში ავტომატურად.
ცვლების ცნობარი, თვიური გრაფიკი და გამოქვეყნება - ყველა თავის ცვლებს თავად ხედავს.
მენეჯერი გუნდს დღის დავალებებს საათობრივად უწერს, თანამშრომელი შესრულებულს ნიშნავს. 1:1 და გუნდური შეხვედრები - კალენდარში.
ცნობები, ხელშეკრულებები და პოლიტიკები შაბლონით იქმნება. ცნობასა და ხელშეკრულებას ხელს ელექტრონულადაც მოაწერთ.
შეფასებები, 360° feedback და დისციპლინური პროცესები გამჭვირვალედ.
ცოცხალი dashboard-ები, ანგარიშები და სრული audit log ყოველ ქმედებაზე.
სიახლეები, ბიულეტენი და შეტყობინებები - გუნდი ყოველთვის ინფორმირებული.
ლეპტოპები, ტელეფონები, ბარათები - ვისზეა გაცემული, როდიდან და რა პროცესშია.
HR ადმინი, მენეჯერი და თანამშრომელი - თითოეული ხედავს ზუსტად იმას, რაც სჭირდება. ერთი გადამრთველით სივრცეებს შორის.
სამი ნაბიჯი პირველი დღიდან სრულ ავტომატიზაციამდე.
ჩვენ ვქმნით თქვენს ორგანიზაციას, ვირჩევთ მოდულებს და კორპორატიულ ფერს - თქვენ მზა სივრცეს იღებთ.
დაამატე თანამშრომლები, დაუნიშნე როლები და სტრუქტურა. ყველა თავის სივრცეში.
შვებულებები, დასწრება და დოკუმენტები თავად მუშაობს. შენ მართავ ანალიტიკიდან.
ტაბელი, ხელფასები და მუდმივი შეთანხმებები - ერთ უწყისად. გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეული ორგანიზაცია ირჩევს კორპორატიულ ფერს - და მთელი პლატფორმა მყისვე ერგება. ღია და მუქი თემა ჩაშენებულია.
მოკლე გაცნობის შემდეგ გაგიხსნით თქვენს სივრცეს 14 დღით უფასოდ და დაგეხმარებით თანამშრომლების პირველ იმპორტში.