ხელფასის დარიცხვა ტაბელიდან — ერთ ქმედებით
თვიური უწყისი Workdin-ში ითვლება იმ მონაცემებიდან, რომლებიც სისტემაში უკვე არსებობს: თანამშრომლის ხელფასიდან, ტაბელის ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი დღეებიდან, დანამატებიდან და დაქვითვებიდან. საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი ავტომატურად ითვლება.
20% + 2% + 2%
საშემოსავლო გადასახადი და თანამშრომლისა და დამსაქმებლის საპენსიო.
„ხელზე" ხელშეკრულება
შეთანხმებული ხელზე ხელფასიდან დარიცხული თანხა ავტომატურად ითვლება.
ტაბელიდან
შვებულება, ბიულეტენი და გაცდენა უწყისში პირდაპირ აისახება.
Excel უწყისი
უწყისი, საბანკო ფაილი, გადასახადები და ჯამები — ოთხ ფურცელზე.
როგორ ითვლება ხელფასი
საქართველოში ტიპური დარიცხვა ასე გამოიყურება (დამსაქმებელი თანამშრომლის საპენსიოს ხელფასიდან აკავებს):
- დარიცხული ხელფასი: 1 000 ₾
- საპენსიო, თანამშრომლის 2%: 20 ₾
- საშემოსავლო, 20% (1 000 − 20)-იდან: 196 ₾
- ხელზე ასაღები: 784 ₾
- დამსაქმებლის 2% საპენსიო, დამატებით: 20 ₾
„ხელზე" და „დარიცხული" ხელშეკრულებები
საქართველოში ორივე ხელშეკრულება ხშირია, Workdin ორივეს ითვლის.
- დარიცხული ხელფასი — გადასახადები ითვლება მითითებული თანხიდან
- „ხელზე" ხელფასი — სისტემა ითვლის, რამდენი უნდა დაერიცხოს, რომ თანამშრომელმა ზუსტად შეთანხმებული თანხა მიიღოს
- თანამშრომელი შეიძლება საპენსიო სქემაში არ მონაწილეობდეს — ეს მის ბარათზე მიეთითება
დანამატები, დაქვითვები და პროპორცია
ყველა, რაც თვიური ხელფასს ცვლის, ერთ ეკრანზე.
- ერთჯერადი დანამატები და დაქვითვები — ბონუსი, ავანსი, ჯარიმა
- ყოველთვიური ჩანაწერები — ყოველ თვე ავტომატურად
- თვის შუაში აყვანილ ან გათავისუფლებულ თანამშრომელს ხელფასი დღეების პროპორციულად
- აუნაზღაურებადი შვებულება და გაცდენა ხელფასიდან აკლდება
- გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია გათავისუფლებისას
დათვლა, დამტკიცება, გადახდა
უწყისს სწორი თანმიმდევრობა აქვს, და სისტემა მას იცავს.
- თვე ითვლება მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ — დაუსრულებელ თვეზე უწყისი ორივე მიმართულებით ცდება
- დათვლისას განაკვეთები ფიქსირდება — მოგვიანებით ცვლილება ძველ თვეს არ ცვლის
- დამტკიცება და „გადახდილად" მონიშვნა ადმინის ქმედებაა
- ხელფასის ეკრანს ცალკე უფლება სჭირდება: ნახვის ან რედაქტირების
ექსპორტი ბუღალტერიისთვის
Excel ფაილი ოთხ ფურცელზე — ბუღალტერიისთვის მზა.
- უწყისი — თანამშრომელი, დარიცხული, დაკავებები, ხელზე
- საბანკო — ანგარიშის ნომრები და გადასარიცხი თანხები
- გადასახადები — საშემოსავლო და საპენსიო
- ჯამები — კომპანიის ჯამური ციფრები
ხშირად დასმული კითხვები
რამდენია ხელზე 1000 ლარი დარიცხულიდან?+
თუ თანამშრომელი საპენსიო სქემაში მონაწილეობს, 1 000 ₾ დარიცხულიდან ხელზე 784 ₾-ია: 20 ₾ საპენსიო და 196 ₾ საშემოსავლო გადასახადი. საპენსიო სქემის გარეშე — 800 ₾.
საპენსიო შენატანს ზედა ზღვარი აქვს?+
თანამშრომლის და დამსაქმებლის 2%-2% ითვლება მთელ ხელფასიდან, ზღვრის გარეშე. 60 000 ₾-ის ზღვარი ეხება მხოლოდ სახელმწიფოს თანადაფინანსებას.
შეიძლება ბუღალტერს ხელფასის ნახვის უფლება მივცე?+
დიახ. ადმინი ხელფასის ეკრანზე ცალკე წვდომას ანიჭებს — ნახვის ან რედაქტირების. დამტკიცება და გადახდილად მონიშვნა ადმინს რჩება.
Workdin ბუღალტერს ჩანაცვლებს?+
არა. Workdin ითვლის და ამზადებს უწყისს, მაგრამ საგადასახადო რეჟიმი და სპეციფიკური შემთხვევები ბუღალტერთან უნდა შეთანხმდეს.
ნახეთ Workdin თქვენს კომპანიაზე
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — ორგანიზაციას ერთ დღეში ავაწყობთ და თქვენს მონაცემებზე გაჩვენებთ, როგორ მუშაობს.