შვებულების მართვა ქაღალდის განცხადებების გარეშე
თანამშრომელი შვებულებას ორ წუთში ითხოვს, მენეჯერი და HR შეტყობინებით იგებენ, ნაშთი ავტომატურად განახლდება, დამტკიცებული დღეები კი ტაბელში ჩადგება. ყველა მოთხოვნის ისტორია და მიზეზი ერთ ადგილას ინახება.
ორსაფეხურიანი დამტკიცება
ჯერ ხელმძღვანელი, მერე HR — ან ერთსაფეხურიანი, კომპანიის არჩევით.
ნაშთები ავტომატურად
ვის რამდენი დღე ეკუთვნის, რამდენი დახარჯა და რამდენი დარჩა.
გადატანა
გამოუყენებელი დღეების გადატანა მომდევნო წელს — ზღვრითა და ვადით.
ტაბელთან დაკავშირებული
დამტკიცებული შვებულება ტაბელში ჩადგება ხელით შეყვანის გარეშე.
შვებულების სახეობები
თითოეული კომპანია თავის სახეობებს და წესებს ქმნის.
- დღეების რაოდენობა წელიწადში
- ანაზღაურებადი ან აუნაზღაურებადი
- სჭირდება თუ არა ცნობა — მაგალითად, ბიულეტენისთვის
- გამოუყენებელი დღეების გადატანა: მაქსიმალური დღეები და ვადა
მოთხოვნა და დამტკიცება
პროცესი, რომელიც ყველასთვის გამჭვირვალეა.
- თანამშრომელი ირჩევს სახეობას და თარიღებს — ნაშთი და წესები იქვე ჩანს
- ნაგულისხმევად ჯერ ხელმძღვანელი, მერე HR ამტკიცებს; ორივე ეტაპზე შეტყობინება მიდის
- HR-ს შეუძლია ხელმძღვანელის გვერდის ავლა — მიზეზი მაშინ სავალდებულოა და ფიქსირდება
- მენეჯერს ან HR-ს შვებულების რეგისტრაცია თანამშრომლის ნაცვლადაც შეუძლია
ნაშთები და კალენდარი
ყველა ციფრი, რომელიც გადაწყვეტის მისაღებად სჭირდება.
- ნაშთები თითოეული თანამშრომლისა და სახეობის მიხედვით
- გუნდის კალენდარი — ვინ როდის ისვენებს, რომ ერთდროულად ბევრი არ წავიდეს
- საქართველოს ოფიციალური უქმე დღეები წინასწარ ჩატვირთულია და შვებულების დღეებში არ ითვლება
- შვებულების ანგარიში Excel-ში
ბიულეტენები
ავადმყოფობისა და დეკრეტის ბიულეტენები ცალკე ფიქსირდება.
- ბიულეტენი შეიძლება გაიხსნოს დასრულების თარიღის გარეშე
- დახურვისას ფაილი ატვირთვება
- ტაბელში შესაბამისი კოდით აისახება
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი დღე ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის თანამშრომელს?+
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღეა. Workdin-ში ამ რაოდენობას თითოეული სახეობისთვის კომპანია თავად მიუთითებს.
დამთავრების დღე ჩაითვლება?+
დიახ. 14-იდან 18-მდე ნიშნავს 5 დღეს — დამთავრების თარიღი ჩათვლითაა.
რა ხდება, თუ მენეჯერი არ დაამტკიცებს?+
მოთხოვნა მოლოდინში რჩება და HR ხედავს. HR-ს შეუძლია ხელმძღვანელის გვერდის ავლა, მიზეზის მითითებით.
შვებულება ტაბელში ავტომატურად ჩადგება?+
დიახ, საბოლოო დამტკიცების შემდეგ. ორსაფეხურიანი პროცესში ეს HR-ის დამტკიცებაა.
ნახეთ Workdin თქვენს კომპანიაზე
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — ორგანიზაციას ერთ დღეში ავაწყობთ და თქვენს მონაცემებზე გაჩვენებთ, როგორ მუშაობს.