ხშირად დასმული კითხვები
ვერ იპოვეთ პასუხი? მოგვწერეთ - სიამოვნებით დაგეხმარებით.
როგორ დავიწყო?+
მოგვწერეთ info@workdin.ge-ზე ან მოითხოვეთ დემო. ერთად განვსაზღვრავთ თქვენი გუნდისთვის საჭირო მოდულებს და მოვამზადებთ ორგანიზაციის სამუშაო სივრცეს. თანამშრომლები უკვე შექმნილ ორგანიზაციას უერთდებიან ადმინისტრატორისგან მიღებული წვდომით.
რამდენ ხანში ეშვება პლატფორმა?+
გამართვის დრო დამოკიდებულია გუნდის ზომაზე, საჭირო მოდულებზე, სამუშაო წესებსა და გადასატან მონაცემებზე. დაწყების ნაბიჯებსა და ვადას წინასწარ შევათანხმებთ.
არის უფასო საცდელი პერიოდი?+
სტანდარტული საცდელი პერიოდი 14 დღეა, საწყისი ლიმიტით - 30 თანამშრომელი. თქვენი ორგანიზაციისთვის შეთანხმებული პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ვადის დასრულებისას HR მონაცემების დამატება და შეცვლა იზღუდება, ნახვა კი უფლებების ფარგლებში რჩება. საცდელი პერიოდი ავტომატურად არ გადადის ფასიან გამოწერაში.
როგორ განისაზღვრება ღირებულება?+
ფასი დამოკიდებულია ორგანიზაციისთვის შეთანხმებულ გეგმასა და პირობებზე. გეგმა შეიძლება მოიცავდეს თვიურ საბაზისო საფასურს, ჩართულ თანამშრომელთა რაოდენობასა და დამატებითი თანამშრომლის საფასურს. ზუსტი შეთავაზებისთვის მოგვწერეთ info@workdin.ge-ზე.
შეიძლება თანამშრომლების Excel-იდან გადმოტანა?+
დიახ. შესაბამისი უფლების მქონე ადმინისტრატორს შეუძლია ჩამოტვირთოს იმპორტის შაბლონი, შეავსოს თანამშრომლების მონაცემები და ატვირთოს ფაილი. მონაცემები შენახვამდე მოწმდება; ნაჩვენები შეცდომები უნდა გასწორდეს. სხვა ფორმატის ფაილის მოსამზადებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ.
როგორ არის დაცული ჩემი მონაცემები?+
მონაცემთა ბაზისა და სერვერის შემოწმებები ზღუდავს ორგანიზაციების მონაცემებზე წვდომას. კავშირი დაცულია HTTPS-ით, ხოლო ხელმისაწვდომი ინფორმაცია დამოკიდებულია როლსა და უფლებებზე. მნიშვნელოვანი ქმედებები აღირიცხება აუდიტის ჟურნალში. დეტალები მოცემულია კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გვერდებზე.
შემიძლია ჩემი ბრენდის ფერებში მოვირგო?+
დიახ. შესაბამისი უფლების მქონე ადმინისტრატორს შეუძლია ორგანიზაციის პარამეტრებში ჩართოს კორპორატიული ფერები. სისტემა ამოწმებს ფერების ფორმატსა და ძირითადი ფერის კონტრასტს.
რომელი ენებია ხელმისაწვდომი?+
ინტერფეისი ხელმისაწვდომია ქართულად და ინგლისურად; თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ენის არჩევა. ინტერფეისის ენის შეცვლა ავტომატურად არ თარგმნის ატვირთულ ფაილებს, ხელშეკრულების ტექსტს ან ორგანიზაციის შევსებულ მონაცემებს. დოკუმენტის ენა მის შაბლონსა და შინაარსზეა დამოკიდებული.
როგორ მუშაობს ელექტრონული ხელმოწერა?+
ცნობას ხელს აწერს კომპანიის უფლებამოსილი პირი. შრომით ხელშეკრულებას ჯერ კომპანიის უფლებამოსილი პირი აწერს ხელს, შემდეგ - თანამშრომელი. ხელმოწერა დასტურდება ელფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდით და ინახება მტკიცებულების ანგარიში. ხელმოწერილი PDF-ის გადამოწმება შესაძლებელია workdin.ge/verify-ზე. ხელშეკრულებისთვის ქაღალდზე გაფორმების გზაც არსებობს.
შეუძლია მენეჯერს გუნდს დავალებები გაუწეროს?+
დიახ, თუ შესაბამისი მოდულები ჩართულია. „დღის განრიგში“ მენეჯერი თავისი გუნდის თანამშრომლებს დღის დავალებებსა და დროს უთითებს, თანამშრომელი კი შესრულებას აღნიშნავს. კალენდრიდან შესაძლებელია 1:1 და გუნდური შეხვედრების დაგეგმვაც.
რა როლები არსებობს?+
ძირითადი სამუშაო სივრცეებია ადმინისტრატორის, მენეჯერისა და თანამშრომლის. ადმინისტრატორი მართავს ორგანიზაციის HR პროცესებს მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში, მენეჯერი - საკუთარ გუნდს, თანამშრომელი კი საკუთარ ინფორმაციასა და მოთხოვნებს. ხილული ფუნქციები ასევე დამოკიდებულია ორგანიზაციის ჩართულ მოდულებზე.
შემიძლია ტელეფონით მუშაობა?+
დიახ. Workdin ხელმისაწვდომია მობილურ ბრაუზერსა და მობილურ აპში. გამოიყენება იგივე ანგარიში, ორგანიზაცია და წვდომის წესები. შეტყობინებების, კამერისა და სხვა მოწყობილობის ფუნქციებისთვის აპმა შეიძლება შესაბამისი ნებართვა მოგთხოვოთ.
შეუძლია მხარდაჭერის გუნდს ჩემს სამუშაო სივრცეში შესვლა?+
HR სამუშაო სივრცეში დახმარებისთვის შესვლას ორგანიზაციის ადმინისტრატორი ამტკიცებს. წვდომა გაიცემა კონკრეტული მიზნითა და დონით, პირველი შესვლიდან ერთი საათით; მისი გაუქმება მანამდეც შეიძლება. მოთხოვნა, დამტკიცება და სესიაში შესვლა-გასვლა აუდიტის ჟურნალში აღირიცხება.
როგორ მივიღო მხარდაჭერა?+
მოგვწერეთ support@workdin.ge-ზე ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე. აღწერეთ საკითხი და ის ნაბიჯები, რომლებზეც პრობლემა შეგექმნათ; არ გამოგვიგზავნოთ პაროლი ან ერთჯერადი კოდი. პასუხის ვადა და მომსახურების დონე განისაზღვრება თქვენს ორგანიზაციასთან შეთანხმებული პირობებით.
კიდევ გაქვთ კითხვები?
მოგვწერეთ, რაში გჭირდებათ დახმარება, და მიუთითეთ თქვენი ორგანიზაცია.