HR პროგრამა, რომელიც ქართულ შრომით პრაქტიკაზეა მორგებული
Excel-ის ცხრილები, ქაღალდის განცხადებები და ცალ-ცალკე პროგრამები ერთ ადგილას ნაცვლდება. Workdin-ში HR-ის მთელი ციკლი — დაქირავებიდან ხელფასამდე — ერთი მონაცემით მუშაობს: შვებულება ავტომატურად ჩადგება ტაბელში, ტაბელიდან ითვლება ხელფასი, ხელფასიდან — ანალიტიკა.
18+ მოდული
ხალხი, დრო, ფული, დოკუმენტები და განვითარება ერთ სისტემაში.
3 როლი
ადმინი (HR), მენეჯერი და თანამშრომელი — თითოეული ხედავს მხოლოდ თავისას.
ორ ენაზე
ინტერფეისი, შეტყობინებები და დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თქვენი ბრენდი
კომპანიის ლოგო და ფერები აპში, ელფოსტებსა და PDF დოკუმენტებში.
თანამშრომლები და ორგანიზაციული სტრუქტურა
თანამშრომლის ბარათი ინახავს ყველაფერ, რაც HR-ს სჭირდება, და ყველა ცვლილების ისტორიას.
- თანამშრომლების რეესტრი — პირადი და სამსახურეობრივი მონაცემები, ხელფასის ისტორია, დოკუმენტები
- დეპარტამენტები, პოზიციები და ორგანიზაციული ჩარტი
- მასობრივი იმპორტი Excel-იდან — შაბლონი თქვენს დეპარტამენტებსა და პოზიციებზე მორგებული
- Onboarding და offboarding შაბლონები, რომლებიც ტასკებს ავტომატურად ქმნის
შვებულება, დრო და ტაბელი
დასწრების ყველა წყარო ერთ ცხრილში ჩადგება — ხელით შეყვანის გარეშე.
- შვებულების მოთხოვნები, ნაშთები და ორსაფეხურიანი დამტკიცება
- მოსვლა-წასვლის აღრიცხვა — სურვილისამებრ, მხოლოდ ოფისის ქსელიდან
- ცვლების თვიური გრაფიკი და მისი გამოქვეყნება
- სამსახურებრივი გასვლა და დისტანციური მუშაობა
- თვიური ტაბელი, მენეჯერის დამტკიცება, Excel და PDF
ხელფასის დარიცხვა
თვიური უწყისი ითვლება ტაბელიდან, ხელფასებიდან და დანამატებიდან — საქართველოს საგადასახადო მოდელით.
- 20% საშემოსავლო გადასახადი და 2% + 2% საპენსიო
- „ხელზე" და „დარიცხული" ხელშეკრულებები
- ერთჯერადი და ყოველთვიური დანამატები და დაქვითვები
- Excel ექსპორტი: უწყისი, საბანკო ფაილი, გადასახადები, ჯამები
დოკუმენტები
ყოველდღიური HR დოკუმენტები ბაზაში უკვე არსებული მონაცემებით ივსება.
- ცნობები შაბლონებით — სამუშაო ადგილიდან, ხელფასის შესახებ
- ხელშეკრულებების შაბლონები და ვადის ამოწურვის შეხსენება
- კომპანიის პოლიტიკები, რომლებსაც ყველა თანამშრომელი ხედავს
განვითარება და კომუნიკაცია
ყველა, რაც გუნდს ერთად ამყოფებს.
- შეფასებები და უკუკავშირი
- ანონიმური საჩივრები
- კომპანიის სიახლეები და შეტყობინებები
ანალიტიკა და კონტროლი
ხელმძღვანელობის კითხვებზე პასუხი ციფრებით, არა ვარაუდით.
- თანამშრომლების რაოდენობა, გადინება, სტაჟი და ასაკი
- ანაზღაურების ანალიზი, მათ შორის გენდერული სახელფასო სხვაობა
- მზა რეპორტები Excel-ში
- Audit log — ვინ, რა და როდის შეცვალა
უსაფრთხოება
HR მონაცემები ყველაზე მგრძნობიარე მონაცემებია კომპანიაში.
- თითოეული ორგანიზაციის მონაცემი იზოლირებულია მონაცემთა ბაზის დონეზე
- დაშიფრული კავშირი (HTTPS)
- წვდომა როლებით — ხელფასს ცალკე უფლება სჭირდება
ხშირად დასმული კითხვები
რა არის HR პროგრამა?+
HR პროგრამა ადამიანური რესურსების მართვის სისტემაა: ერთ ადგილას ინახავს თანამშრომლების მონაცემებს და ავტომატიზებს შვებულებებს, დროის აღრიცხვას, ტაბელს, ხელფასის დარიცხვასა და დოკუმენტებს.
რამდენ ხანში შეიძლება დაწყება?+
საბაზისო გამართვა იმავე დღეს ხდება: ორგანიზაციას ავაწყობთ, თანამშრომლებს კი Excel-ის შაბლონით ერთდროულად შემოიტანთ.
ვის რა ჩანს სისტემაში?+
თანამშრომელი ხედავს საკუთარ მონაცემებს, მენეჯერი — თავის პირდაპირ ქვეშევრდომებს, HR ადმინი — მთელ კომპანიას. ხელფასს ცალკე უფლება სჭირდება.
შეიძლება მხოლოდ ნაწილი მოდულების გამოყენება?+
დიახ. მოდულები პარამეტრებში ირთვება და ითიშება — გამორთული მოდული მენიუდან ქრება ყველასთვის.
Workdin ქართულ ენაზეა?+
დიახ — ინტერფეისი, შეტყობინებები და დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული მომხმარებელ თავის ენას ირჩევს.
ნახეთ Workdin თქვენს კომპანიაზე
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — ორგანიზაციას ერთ დღეში ავაწყობთ და თქვენს მონაცემებზე გაჩვენებთ, როგორ მუშაობს.